„ქართული ასოციაცია კულტურული ურთიერთობებისთვის“ (ქაკუ) მიზანია განათლებისა და ცოდნის გავრცელება, ინფორმაციის გაცვლა დემოკრატიული ღირებულებების, სამშვიდობო და უსაფრთხოების ინიციატივების მხარდაჭერის გზით, ასევე, მულტიკულტურულ გარემოში სხვადასხვა თემთა თანაარსებობის მხარდაჭერით. ასოციაცია საქმიანობას ახორციელებს საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში და საერთაშორისო დონეზე. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების საჭიროებებს და მოთხოვნებს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს მსგავსი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან საერთაშორისო თანამშრომლობას. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს და აწყობენ ღონისძიებებს დემოკრატიის აღმშენებლობისა და მშვიდობის მხარდაჭერის საგანმანათლებლო საკითხებზე.

ასოციაცია გაწევრიანებულია კულტურულ და საერთაშორისო ურთიერთობებზე მომუშავე ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელში, რომელიც მოქმედებს უნგრეთში.

ასოციაციის მიზანია ადამიანის უფლებების და კულტურული მრავალფეროვნების დაცვა კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების შენარჩუნების გზით. ამ მიზნების მისაღწევად, ასოციაცია ახორციელებს შემდეგ მოქმედებებს:

  • როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ქაკუ ატარებს რეგულარულ და/ან საგანგებო ფორუმებს, რომლებიც საშუალებას აძლევს დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ახალგაზრდა ინტელექტუალებს შეიკრიბონ და ერთმანეთს აზრები გაუზიარონ;
  • აწყობს საერთაშორისო კონფერენციებს, შეხვედრებს, სემინარებს, ლექციებს, ტრენინგებს და საზაფხულო კურსებს ორგანიზაციის მიზნების  შესაბამისად, მათ შორის, ეწევა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას;
  • ინფორმაციის გავრცელება/მიწოდება სოციალურად დაუცველი პირების თანაბარი უფლებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საგანმანათლებლო საქმიანობა და ინფორმაციის გავრცელება;
  • მომსახურებათა და პროგრამების ორგანიზება კულტურული ურთიერთობებისთვის (საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების და ურთიერთობების მხარდაჭერა სხვადასხვა თემებს შორის საქართველოში).
  • საერთაშორისო მასალების შექმნა და გამოქვეყნება და ინფორმაციის გავრცელება ვებგვერდის საშუალებით.

ღონისძიებები

„ქართული ასოციაცია კულტურული ურთიერთობებისთვის“ საშუალებას აძლევს წამყვან მკვლევარებს, პოლიტიკოსებს, დიპლომატებს და სტუდენტებს, როგორც მომავალ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, შეიკრიბონ ადგილობრივ დონეზე საქმიანობის განსახორციელებლად (განხილვები მრგვალ მაგიდასთან, საუბრები და სხვა ღონისძიებები) და აწყობს საერთაშორისო კონფერენციებს უახლეს მოვლენებთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევით/შრომის სფეროში.

ქაკუ-ს განხილვები და კონფერენციები ძირითადად ეყრდნობა ლექციებს, რომელთაც ატარებენ მოწვეული მეცნიერები და სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები,  პოლიტიკოსები, დიპლომატები და ცნობილი ადამიანები, რომლებიც საქმიანობენ კულტურულ ურთიერთობათა პოლიტიკის, ეკონომიკის და პოლიტიკის დარგებში.

 

ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტები

„ქართული ასოციაცია კულტურული ურთიერთობებისთვის“ ატარებს და მისი წევრები მონაწილეობენ საერთაშორისო კვლევით და ტრენინგ პროექტებში რეგულარულად. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეების და თანამშრომლობის მიზანია ცოდნის გაფართოება, უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალი კომპეტენციების შეძენა. ქაკუ-ს მენეჯმენტის წევრებს მონაწილეობა მიღებული აქვთ მრავალრიცხოვან საერთაშორისო პროექტებში.

ჩვენ გვჯერა რომ ამ პროგრამებში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება წარმატებით განვახორციელოთ მომავალი პროექტები. ჩვენმა პერსონალმა გაიცნო ახალი ადამიანები და პარტნიორები, რომლებიც ემსახურებიან ასეთივე მიზნებს ან მოღვაწეობენ იმავე დარგებში. ასეთ პროგრამებში მონაწილეობით ჩვენი კოლეგები, წევრები და მონაწილეები სწავლობენ ახალ მიდგომებს და მეთოდებს ფორმალური და არაფორმალური სწავლის, ინტერკულტურული დიალოგის, უმცირესობათა საკითხების და ახალგაზრდების სოციალურ საქმიანობაში ჩართულობის კუთხით. ქაკუ განუწყვეტლივ მუშაობს  მომავალი პროექტების მომზადებასა და საორგანიზაციო საკითხებზე. ჩვენი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ასოციაციის ვებგვერდზე.

ქაკუ აქცენტს აკეთებს ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ ჩართვაზე არაფორმალურ საგანმანთლებლო საქმიანობაში საზღვარგარეთ. ამრიგად, ჩვენი ორგანიზაცია ასევე საშუალებას აძლევს არაწევრებს მონაწილეობა მიიღონ ისეთ საქმიანობაში, მათ შორის, სემინარებში, გაცნობით ღონისძიებებში, ტრენინგ კურსებში და ახალგაზრდულ გაცლით პროგრამებში.